weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ვაქცინაციის დაწყების შემდეგ კოვიდით 1668 ადამიანი გარდაიცვალა, 1664 არ იყო აცრილი – გამყრელიძე

15:36 სამშაბათი, 06 ივლისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს. გამყრელიძის თქმით, სრულად ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„გუშინ გავაკეთებინეთ ანალიზი, რომ 15 მარტის შემდეგ, რაც აცრები დავიწყეთ ქვეყანაში, დღემდე კოვიდით გარდაცვლილია 1668 ადამიანი და 1664 არ იყო ვაქცინირებული, ანუ ამ გარდაცვლილების 98.6% არ იყო ვაქცინირებული. ჩვენ გვაქვს ასევე ანალიზი (მალე გამოვაქვეყნებთ) ერთჯერადი აცრის შემდეგ რამდენი იყო ინფიცირება – ეს არის სადღაც 0.8%-ის ფარგლებში და ორჯერადი აცრის შემდეგ რამდენი იყო – ეს არის დაახლოებით 0.3%-ის ფარგლებში. სხვადასხვა ვაქცინების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი სხვადასხვაა, მაგრამ მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია. ყოველ შემთხვევაში, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ეს ვაქცინები პირველ რიგში იცავენ მძიმე გართულებისა და მძიმე გამოსავლისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1407 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 10 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახალი შემთხვევების ზრდა ახალი შტამების ხარჯზე ხდება.

„ჩვენ გასულ კვირაში გვქონდა დადასტურება დამატებით კიდევ 25 დელტასი, ანუ ე.წ. ინდური შტამის. თანადათან ინდური შტამის ცირკულაცია მთლიანად ევროპაში ანაცვლებს ბრიტანული შტამის ცირკულაციას და როგორც პროგნოზია, აგვისტოს შუა რიცხვებში ის თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულ შტამს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის შეკავების გზა გადის ვაქცინაციაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]