weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით ჟურნალისტები აქციას გამართავენ

16:33 სამშაბათი, 06 ივლისი 2021

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, ხვალ, 7 ივლისს, 12:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ ღირსების მარშისმოწინააღმდეგეთა მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობას და პოლიციის უმოქმედობას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, გუშინ, 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად თავს დაესხნენ, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუმსხვრიეს ტექნიკა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.

„მედიის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავები არ იცავდნენ მათ უსაფრთხოებას და შორიდან ადევნებდნენ თვალს მათზე განხორციელებულ ძალადობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩებიან. სამინისტროს ინფორმაციითვე, ფიზიკურ ძალადობასა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 3 პირია დაკავებული“, – აცხადებს ქარტია.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა, დროულად და ეფექტიანად იქნეს გამოძიებული დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმე და შესაბამისი პირები მიეცენ პასუხისგებაში.

აქციის მონაწილეები მიმართავენ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]