weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ – საპატრიარქო

23:20 სამშაბათი, 06 ივლისი 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს ეხმაურება და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. საპატრიარქო აცხადებს, რომ დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია.

„დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის.

ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს. ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ!“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია იმართება, რომლის მონაწილეები აპროტესტებენ გუშინ, „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს, რა დროსაც ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს, ასევე გამვლელებს, სცემეს და დაარბიეს სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისები. აღნიშნული ჯგუფები რუსთაველის გამზირზე დღესაც შეიკრიბნენ მშვიდობიანი აქციის პარალელურად. ისინი ქვებს, შუშის ბოთლებს და სხვადასხვა საგნებს ისვრიან, მუდმივად ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და მშვიდობიან აქციაზე შეჭრას. ჟურნალისტების ინფორმაციით, ძალადობრივი ჯგუფის წევრები პოლიციელებზეც ძალადობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]