weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კორონავირუსის 1392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 887 თბილისშია

11:54 ოთხშაბათი, 07 ივლისი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 38 136 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1392 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ, 1407 ახალი შემთხვევა იყო. 6 ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.65%-ია, ხოლო 7 დღის მაჩვენებელი 3.70%-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1392 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 130

ქვემო ქართლი – 84

კახეთი – 69

შიდა ქართლი – 62

აჭარა – 61

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 33

მცხეთა-მთიანეთი – 29

სამცხე-ჯავახეთი – 23

გურია – 9

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 531 ინფიცირებული, 11 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 016 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 7109 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 3054 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 633 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პირი;
  • 853 ინფიცირებული კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 372 685 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 356 780 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5394 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]