weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა – გადაადგილება აკრძალულია

13:43 ოთხშაბათი, 07 ივლისი 2021
ხარაგაულის მერიის ფოტო ხარაგაულის მერიის ფოტო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში, სადაც რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს, საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა.

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, გზა გაწმინდეს, თუმცა არსებობს მიწის ჩამოშლის საფრთხე.

„უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გზა გადაკეტილია და მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები“, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მიწა რიკოთის მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოიშალა. მათივე ცნობით, დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება ამ დროისათვის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით არის შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]