weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

09:38 ხუთშაბათი, 08 ივლისი 2021

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევი-უბისას მონაკვეთზე ჩამოსული მიწის მასისგან გზა გაწმენდილია და საავტომობილო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბეტონის ბლოკებისგან გზის დამცავი კედელია მოწყობილი.

ხარაგაულის სოფელ ხუნევთან მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო რიკოთის საუღელტეხილო გზა გუშინ დილიდან ჩაკეტილი იყო. გზების დეპარტამენტმა მძღოლებს მითითება მისცა, გომი-საჩხერე-ჭიათურის გავლით ემოძრავათ. გადატვირთვის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო. მგზავრების თქმით, დაახლოებით 4 საათი მოუწიათ საცობში დგომა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებსა და მგზავრებს აფრთხილებას, რომ რიკოთის გვირაბში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00-დან 08:00 საათამდე, ყოველ დღე აკრძალული იქნება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში გვირაბში მოძრაობა თავისუფალია იქნება. საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]