ადვოკატის თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
„ხუთივეს ედავებიან ერთიდაიმავეს, ვითომ ეს ადამიანები არიან ქურდული ტრადიციების მატარებელი. მქონდა მათთან შეხვედრა და მათ წარმოდგენა არ აქვთ ამ ბრალთან დაკავშირებით. არ გვაქვს არანაირი დოკუმენტაცია გადმოცემული. სასამართლოს განჩინებები არსებობს, გადმოგვეცემა სისხლის სამართლის საქმის მასალები და მათი გაცნობის შემდეგ, გვეცოდინება დეტალურად ყველაფერი“, – განაცხადა ადვოკატმა ნინო შავშიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.