დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ბიჭები ჩხუბობდნენ და მერე გაქანებული მანქანიდან ისროლა ვიღაცამ. ეს გავიგეთ. მოტივი რა არის, არ ვიცით“, – თქვა „მთავარ არხთან“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.