weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

გურჯაანის შემოვლითი გზა გაიხსნა

16:14 ხუთშაბათი, 08 ივლისი 2021

ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის 15.5-კილომეტრიანი მონაკვეთი (გურჯაანის შემოვლითი გზა) დღეიდან გაიხსნა. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა და 38 მილიონი ლარი დაჯდა.

გურჯაანის შემოვლითი გზა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაკურციხე-თელავი-ახმეტის გზას საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან აკავშირებს. ახალი გზის საშუალებით, გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი).

„საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით, გზა აშენებულია თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით. დროს რაც შეეხება, 10 წუთი სჭირდება იმის გავლას, რასაც კარგ შემთხვევაში, 20-25 წუთი დასჭირდებოდა“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.

სამინისტრო თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის 85-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის და ბაკურციხე-წნორის 16.6-კილომეტრიანი, ორზოლიანი გზის მშენებლობასაც გეგმავს.

„ათწლიან გეგმაში გვაქვს გათვალისწინებული ჩუმლაყი-თელავის გზაც. 36-კილომეტრიანი გზა არის და დაჯდება 179 მილიონი ლარი, უხეშად“, – განაცხადა ქარსელაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]