weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საგარეჯოში ეკლესია 21 წლის ახალგაზრდამ და მისმა 17 წლის ძმამ გაქურდეს – შსს

10:45 პარასკევი, 09 ივლისი 2021

საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გაქურდვისთვის სამართალდამცველებმა 2000 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამავე დანაშაულის ჩადენაში მხილებულია დაკავებულის არასრულწლოვანი ძმა - 2004 წელს დაბადებული ლ.გ.

ეკლესიის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია გუშინ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა. როგორც ის ამბობდა, ეკლესიაში შეიჭრნენ, შეურაცხყვეს, დააზიანეს და გაიტაცეს ნივთები.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ძმებმა 7 ივლისს, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს“, – აცხადებს შსს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]