ეკლესიის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია გუშინ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა. როგორც ის ამბობდა, ეკლესიაში შეიჭრნენ, შეურაცხყვეს, დააზიანეს და გაიტაცეს ნივთები.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ძმებმა 7 ივლისს, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს“, – აცხადებს შსს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.