weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კორონავირუსის 1108 ახალი შემთხვევიდან 673 თბილისშია, 86 – კახეთში, 75 – იმერეთში

11:29 პარასკევი, 09 ივლისი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 23 895 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ, 8 ივლისს, 1043 შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.64%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო ერთი კვირის – 3.89%-ს.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1108 შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 673, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

კახეთი – 86

იმერეთი – 75

აჭარა – 74

ქვემო ქართლი - 52

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 48

შიდა ქართლი – 31

მცხეთა-მთიანეთი – 29

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16

სამცხე-ჯავახეთი – 13

გურია – 11

24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 714 პირი და დაფიქსირდა გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 11 585 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 7364 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 3285 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 691 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 ადამიანი;
  • 936 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 374 836 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 357 804 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5421კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]