weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რელიგიათა საბჭო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონის ინიციატივას ეწინააღმდეგება

17:05 შაბათი, 10 ივლისი 2021
Euronews Georgia-ს ფოტო Euronews Georgia-ს ფოტო

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები ეწინააღმდეგებიან ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის მიღების ინიციატივას, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ კუთხით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება საზოგადოების განვითარებაზე.

5 ივლისს, „თბილისის პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე თავდასხმის შემდეგ, საქართთველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ კანონმდებლობაში რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნების ასახვაზე ისაუბრა.

ამ საკითხზე სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენც, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს, ხშირად, ბევრად თუ ნაკლებად, განგვიცდია შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დისკრიმინაცია, უფლებათა შეზღუდვა, შეურაცხყოფა, ძალადობა. ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის უფლებების დაცვის სურვილის გამო, რას ნიშნავს იყო დევნილი და შევიწროებული. ამიტომ, ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ მასობრივი ძალადობის შედეგად ყველა დაზარალებულს. ამგვარი რამ აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ძალადობა ანგრევს მშვიდობასა და თესავს ქაოსს.

ამავდროულად, 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე გაჟღერდა ინიციატივა ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის მიღების აუცილებლობის შესახებ. რელიგიათა საბჭოს წევრები, ვეწინააღმდეგებით ამგვარი კანონის მიღებას. მიგვაჩნია, რომ ასეთი კანონი, ამ კუთხით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება ჩვენი საზოგადოების განვითარებაზე.

რელიგიათა საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას რელიგიისა და მორალის სახელით მშვიდობიან ადამიანებზე ძალადობრივი თავდასხმებისა და შეურაცხყოფის გამო. მიგვაჩნია, რომ ძალადობის კულტივაცია დამღუპველია სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თითოეული ადამიანისთვის, მათ შორის - მოძალადისა და ძალადობის ინსპირატორისთვისაც“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო; ქართველ მუსლიმთა კავშირი; ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადამინისტრაცია; სახარების რწმენის ეკლესია; ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია; ევანგელურ–ლუთერული ეკლესია; ევანგელისტური ეკლესია; ევანგელურ- პროტესტანული ეკლესია; ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა; ხსნის არმია; ევანგელური ეკლესია „ურყევი საფუძველი“; დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია; სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება; მეგობართა საზოგადება - კვაკერები; აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება; მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]