weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფონიჭალაში ორჯერ იყვნენ ჩასულები, განიხილება ზედოზირების ვერსიაც - შსს ოპერატორის დაღუპვაზე

18:39 კვირა, 11 ივლისი 2021

პირველადი მონაცემებით, გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა მის მეგობართან ერთად, მათ შორის, იყო საბურთალოს რაიონი, ფონიჭალის დასახლება. ფონიჭალის დასახლებაში იყვნენ ორჯერ ჩასულები, თუმცა ამაზე შეგნებულად არ გვინდა ხაზის გასმა იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას არ დარჩეს წინმსწრები ვერსიების გაჟღერების შთაბეჭდილება შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მისი მეგობარი, ვისთან ერთადაც ის გადაადგილდებოდა, ამ ეტაპზე არის საგამოძიებო ორგანოში და მიმდინარეობს მასთან საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, „რაც ისევ და ისევ ოჯახის და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარეობს“.

ბრიფინგზე მყოფმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჭელიძეს ჰკითხა, რომ მუშაობდა თუ არა გამოძიება ნარკოტიკებით ზედოზირების ვერსიაზე, რაზეც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა უპასუხა:

„ახლაც მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, არ იქნება სწორი და პროფესიონალური, როდესაც გამოძიებამ შესაძლოა წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ბუნებრივია ეს ვერსიაც განიხილება.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის არსი, რომელშიც, როგორც აღვნიშნე, ჩართულია ოჯახი და დამოუკიდებელი ექსპერტი, ზედმიწევნით შეისწავლის გარდაცვალების მიზეზებს - ნარკოტიკების როლს მის გარდაცვალებასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში თუ სხვა შესაძლო შედეგებს“

მამუკა ჭელიძემ გარდაცვლილის ოჯახს სთხოვა, გამოძიებას გადასცენ ლექსო ლაშქარავას ტელეფონი. „ვთხოვთ ოჯახს, რომ ტელეფონი მოგვაწოდოს, რადგან ტელეფონი არის ინფორმაციული ასეთ დროს. მასში შეიძლება გარკვეული ინფორმაცია იყოს ბოლო კონტაქტების, შემხვედრი პირების შესახებ. გამოძიებას არ წარუდგინეს ტელეფონი, არ ვიცი, ეს შეგნებულად თუ სახლში არ მოხდა ამის მოძიება. ვთხოვ მის მეგობრებსაც, ვინაიდან რამდენიმე ადამიანი ახლაც იკითხება, რამდენიმე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მათაც გულითადად მოვუწოდებთ, რომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ გამოძიებას“.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის - ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობისას, სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მიმდინარეობს გამოკითხვები იმ პირების, რომელთანაც ბოლო პერიოდში გარდაცვლილს ჰქონდა შეხება.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი აქციის გაშუქების დროს სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა დამტვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. რამდენიმე დღე ის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში, საწოლში გარდაცვლილი დღეს დილით დედამ ნახა. ცხედარი პოლიციელებმა ექსპერტიზის ცენტრში მშობლების ნებართვის გარეშე გადაიტანეს, მოგვიანებით კი ოჯახის მიერ შერჩეულ დამოუკიდებელ ექსპერტს, სიკვდილის მიზეზის დასადგენად გვამის გამოკვლევის პროცესში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხშირად ავრცელებს ინფორმაციას ფონიჭალის დასახლებაში ნარკოტიკების რეალიზატორების დაკავების შესახებ, რის გამოც ფონიჭალაზე მითითება საზოგადოებაში ეგრევე იწვევს ეჭვებს ნარკოტიკების შეძენასთან დაკავშირებით და ხელს უწყობს პირის დისკრედიტაციას. 

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კლინიკა „ნიუ-ჰოსპიტალსში“ ალექსანდრე ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტების და ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით მოკვლევის შედეგები საზოგადოებისთვის უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]