weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წარმოშობით პანკისელი მურად მარგოშვილი საქართველომ ტერორისტთა სიაში შეიყვანა

14:02 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

წარმოშობით პანკისელი, 47 წლის მურად მარგოშვილიიგივე აბუ-მუსლიმ ალ-შიშანი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა იმ ფიზიკურ პირთა სიაში შეიყვანა, რომლებიც ალ-ქაიდას წევრები არიან ან დაკავშირებულნი არიან მასთან. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება 23 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ბრძანების მიხედვით, მურად ირაკლიევიჩ მარგოშვილი 1970 წლის 15 იანვარს გროზნოში დაიბადა და რუსეთის მოქალაქეა. ის ასევე ცნობილია შემდეგი მეტსახელებით: ზურაბ ირაკლიევიჩ მარგოშვილი, მურად ახმედოვიჩ მადაევი, ლოვა მადაევი, აბუ-მუსლიმ ალ-შიშანი, მუსლიმ, ლავა, ჯონ, ჯორჯ, არტურ, სედოი.

დოკუმენტის თანახმად, მარგოშვილი ასოცირებულია ალ-ნუსრას ფრონტთან ( Jabhat al-Nusrah), რომელიც ალ-ქაიდას მოკავშირე ექსტრემისტული დაჯგუფებაა და სირიისა და ლიბანის ტერიტორიაზე მოქმედებს.

მურად მარგოშვილი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა შავ სიაში 2014 წლიდან იმყოფება. დეპარტამენტის განცხადებით, მურად მარგოშვილი სირიაში მყოფი ცნობილი ჩეჩენი ლიდერია, რომელმაც სირიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს ტერორისტების საწვრთნელი ბაზა ააშენა.

მარგოშვილს რუსეთის ინტერპოლიც ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოთა პერიოდში ის მოლდოვაში, საჰაერო თავდაცვის დანაყოფში მსახურობდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ჩეჩენ ამბოხებულებთან ერთად იბრძოდა.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]