weather cur horoscope tv
სექტემბერი 21, 2021

ირაკლი აბსანძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავების დროს ხელი მოსტეხეს

09:40 სამშაბათი, 13 ივლისი 2021 hits 283

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ირაკლი აბსანძე, რომელიც სამართალდამცავებმა ქართული ოცნების ოფისთან დააკავეს, ამბობს, რომ დააკავებისას ხელი მოსტეხეს. ჟურნალისტი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. როგორც ის ამბობს, ხელწერილი არ დაუწერია.

„კარგად ვარ. ხელი მომტეხეს, უბრალოდ. არანაირი ხელწერილი არ დამიწერია. 2 საათი ახლობელთან ზარს ვითხოვდი და შენ ტელეფონს ვერ ვპოულობთო. მერე ტელეფონიც იპოვეს და, ალბათ, იმ რაღაც ფურცელს თავად მოაწერეს ხელი“, – წერს ირაკლი აბსანძე სოციალურ ქსელში.

ირაკლი აბსანძე წუხელ დააკავეს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართებოდა.

„ჟურნალისტი რომ ხართ, რა ვიცით? ნასვამი ბრძანდებით და თან ძაღლით ხართ. თქვენ პროფესიულ საქმიანობას არ ახორციელებთ. ამიტომ დატოვეთ ტერიტორია“, – მიმართეს პოლიციელებმა აბსანძეს.

პოლიციას აბსანძე გაჰყავდა, რა დროსაც მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ დრომდე უცნობია, რა საფუძვლით მოხდა ჟურნალისტის დაკავება. ირაკლი აბსანძის მიერ წვრილმანი ხულიგნობა ან პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ვიდეოკადრებში არ ჩანს, ამის მიუხედავად ის მაინც დააკავეს და დაკავების პროცესში დამამცირებლად ეპყრობოდნენ.

კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ ირაკლი აბსანძის დაკავება მედიის დაშინების მცდელობად შეაფასა და ხაზი გაუსვა იმას, რომ აბსანძე, ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავა. შსს-ს განმარტებით, „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]