weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 1136 თბილისშია

11:21 სამშაბათი, 13 ივლისი 2021

ჩატარებული 35 117 ტესტის შედეგად, საქართველოში, დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.3% გახდა, ხოლო ბოლო კვირის მაჩვენებელი 4.26%-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1862 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1136 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 164

კახეთი – 115

ქვემო ქართლი – 104

აჭარა – 98

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 64

შიდა ქართლი – 56

მცხეთა-მთიანეთი – 54

სამცხე-ჯავახეთი – 32

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28

გურია – 11

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 619 ინფიცირებული, 11 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდინფიცირების 13 610 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 8981 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 3705 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 728, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 ადამიანი;
  • 924 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 379 673-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 360 558-ია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5479 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]