weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

გაბუნიას თქმით, 45 ათასი სამედიცინო პერსონალიდან 11 ათასამდეა აცრილი

13:58 სამშაბათი, 13 ივლისი 2021

დღეს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციაც, სამწუხაროდ, დაბალია. დაახლოებით 11 ათასამდე სამედიცინო პერსონალია სრულად ვაქცინირებული 45 ათასი სამიზნე ჯგუფიდან, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს ჩვენთვის, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, შესაძლოა სამედიცინო პერსონალში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი „კონკრეტული არჩევნის მოლოდინს“ უკავშირდება.

„ვნახოთ, ეს ეტაპიც დაიწყება. ყოველ შემთხვევაში, ივლისის ბოლომდე როდესაც იქნება სრულად გაშლილი ყველა არჩევანი ქვეყანაში, მოსახლეობის აქტივობაც გაიზრდება. დღეს ვართ დაახლოებით 6500 აცრაზე დღის განმავლობაში, უნდა ავიდეთ 20-25 ათასზე. საკმაოდ მაღალი აქტივობა გვჭირდება იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი მივიღოთ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა ქვეყანაში უახლოეს დღეებში შემოვა, თუმცა ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს საქართველოს აქვს – „სინოვაკი“, „სინოფარმი“ და „ასტრაზენეკა“ – ეფექტურია.

„ახლა თითოეული დღის დაკარგვა ნამდვილად კრიტიკულია. შემთხვევების რაოდენობა იმატებს. ამდენად, მინდა მოვუწოდო მოსახლეობას ვაქცინაციის პროგრამაში აქტიური ჩართულობისკენ“, – აღნიშნავს გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ჯამურად 310 332 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 120 479 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე booking.moh.gov.ge ან ტელეფონის ნომერზე 1522 დარეკვით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]