weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ფაიზერით“ ვაქცინაცია 4 ქალაქში 16 ივლისიდან დაიწყება

11:23 ოთხშაბათი, 14 ივლისი 2021

საქართველოში ამერიკულ-გერმანული წარმოების „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

„ფაიზერით“ აცრა 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

პირველ ეტაპზე ამ ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში. ესენია: თბილისი – ამტელ ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო), ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი; ბათუმი – ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო; ქუთაისი – დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი; გორი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად 80 სამედიცინო დაწესებულება, სულ მცირე 240 ბრიგადით ჩაერთვება. აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონული პორტალის – https://booking.moh.gov.ge მეშვეობით.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „ფაიზერთან“ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს. ამასთან, უწყებას არ გაუვრცელებია ინფორმაცია, „ფაიზერის“ რამდენი დოზა მიიღო ქვეყანამ ამ ეტაპზე. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]