weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კვლავ მინდა მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო – ტიკარაძე

17:36 ოთხშაბათი, 14 ივლისი 2021

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის ვებ-გვერდზე შეფერხება, რაც დღეს 15:00 საათიდან ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაციისას დაფიქსირდა, აცრის მსურველთა მაღალი მიმართვიანობით აიხსნება. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ძალიან ცუდია, რომ შეფერხება კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხდა მისი დროულად აღმოფხვრა.

„დიახ, შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში. ეს უნდა დავადასტუროთ და პირველ რიგში, მე კვლავ მინდა ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო. შეფერხებებს სხვა პერიოდში იწვევდა როგორც ჩვენთვის სხვადასხვა სამსახურებიდან მოწოდებული ინფორმაციით ცნობილი იყო, კიბერ-თავდასხმები. ამჯერზე, ეს ხარვეზი გამოწვეულია მაღალი მომართვიანობით და ვაქცინაციის პროცესისადმი ჩვენი მოქალაქეების მაღალი ინტერესით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად IT სამსახური მუშაობდა.

„ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა საქართველოში წუხელ შემოვიდა, რაც 14 000 ადამიანის ორჯერადად ვაქცინირებისთვის არის საკმარისი. აცრებზე რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მომხმარებლებს ვებ-გვერდზე შესვლა უჭირდათ, ხოლო მაშინ, როდესაც პორტალზე შესვლა შესაძლებელი გახდა, „ფაიზერი“ ვაქცინების ჩამონათვალში აღარ იყო.

„მინდა ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდო იმ მიმართულებით, რომ დღეს გამოცხადებული დოზების რაოდენობა არ არის საბოლოო რაოდენობა. თქვენ იცით, რომ შესყიდვა განხორციელებულია, გადარიცხულია სრული თანხა და უნდა იყოს ეტაპობრივი მოწოდება. ეტაპობრივად, უწყვეტად განხორციელდება „ფაიზერის“ მოწოდება და ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ შეფერხება ვაქცინის რაოდენობასთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერთან“ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო წლის ბოლომდე 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]