weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სირიაში პანკისელი ლევან ტოხოსაშვილი დაიღუპა ცოლთან და 4 შვილთან ერთად

14:57 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, სოფელ ომალოს მკვიდრი 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი დაიღუპა ცოლთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი მეუღლეც პანკისელია - 26 წლის ლეილა გაურგაშვილი. ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს.

სოფელ ომალოში ტოხოსაშვილების ოჯახში, ასევე სოფელ დუისში გაურგაშვილების ოჯახში სამძიმარს იღებენ.

ოჯახის წევრებს ლევან ტოხოსაშვილის და მისი ცოლ–შვილის გარდაცვალების შესახებ სირიიდან დღეს, დილით შეატყობინეს. სირიაში იმყოფება ლევან ტოხოსაშვილის კიდევ ერთი ძმა.

გარდაცვლილთა ახლობლებმა პანკისის სათემო რადიო WAY–ს უთხრეს, რომ სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილების ოჯახი დაბომბვაში მოჰყვა.

ლევან ტოხოსაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოდან დაახლოებით 2 წლის წინ წავიდა. სირიაში ის თურქეთიდან გადავიდა. პანკისში, სოფელ ომალოში დედა, მისი და და ძმა ცხოვრობენ.

სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 24 პანკისელი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]