weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

ისევ მოგვიწევს, რომ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვისაუბროთ – გაბუნია

16:04 ხუთშაბათი, 15 ივლისი 2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება, ადამიანები არ იცავენ პირბადის ტარების წესს, რის გამოც, შესაძლოა გასართობი ღონისძიებების გამართვაზე ისევ შეზღუდვები დაწესდეს.

თამარ გაბუნიას ჰკითხეს, რა სტრატეგია აქვს ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსის მეოთხე ტალღის თავიდან ასაცილებლად.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება. დღესაც 1300-ზე ოდნავ მეტი შემთხვევაა, 11 გარდაცვალება. ბოლო ერთი კვირაა სტაბილურად ვრჩებით 1000 შემთხვევაზე ზემოთ, რაც, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმას, რომ ინფექცია ვრცელდება და ძალიან აქტიურად თუ არ ჩავერიეთ ეს გავრცელება კიდევ უფრო მეტი იქნება“, – განაცხადა გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, აქტიური ჩარევის ერთ-ერთი რესურსი ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი ტემპია, რათა მომედევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან სწრაფად მოხდეს მოქალაქეების კრიტიკული რაოდენობის აცრა.

„მეორე ეს არის პირადი დაცვის საშუალება. შეუძლებელია 3 მილიონი მოქალაქის ინდივიდუალურ დონეზე კონტროლი და ამას ემატებიან კიდევ არამოქალაქეები, ტურისტები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოვიდნენ.

პირველივე დღიდან ვსაუბრობთ, რომ არის რეგულაცია, არის მოთხოვნა და შეზღუდვები, მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია. ამდენად, მოქალაქეების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია.

მე მესმის, ახლა ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, იქ გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე ცოტა არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს იქ და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ეს ასე არ გამოვა.

ჩვენ მოგვიწევს ისევ, რომ ვისაუბროთ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი, რომ დავუშვათ ბავშვების ბანაკები…

ბოლო პერიოდში, ბავშვებში გაიზარდა ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტლებში ბავშვთა საწოლები ნოემბერშიც და დეკემბერშიც თავისუფალი გვქონდა, არასდროს არ იყო დატვირთვა. ახლა ვამატებთ ბავშვთა საწოლებს, იმიტომ, რომ შეივსო“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 30 ივნისიდან გაუქმდა. რაც შეეხება პირბადის ტარებას, ღია სივრცეში ეს სავალდებულო აღარაა. პირბადის ტარების ვალდებულება კვლავ ძალაშია ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]