weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ერთ ვაქცინაზე იყო დაახლოებით 10-12 მოთხოვნა, ამან გამოიწვია საიტის დაბლოკვა – გამყრელიძე

10:02 პარასკევი, 16 ივლისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რამ გამოიწვია ვებ-გვერდ Booking.moh.gov.ge-ის დაბლოკვა 15 ივლისს, ფაიზერის ვაქცინაზე რეგისტრაციის დაწყების შემდეგ. გამყრელიძის თქმით, რეგისტრაციის პირველივე წუთებში ვებ-გვერდზე 120 ათასამდე ადამიანი შევიდა.

„რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეცდომა ნამდვილად არ დაშვებულა. საიტი დღესაც გამართულად მუშაობს. საკითხი ეხებოდა იმას, რომ იყო დიდი დისბალანსი მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის, ანუ დაახლოებით 12 000 ვაქცინა იყო დადებული ჯავშნის საიტზე და პირველივე წუთებში იყო დაახლოებით, როგორც IT სამსახურები გვეუბნებიან, 100-დან 120 ათასამდე შემოსვლა.

შესაძლოა, საიტის გახსნის საათი არ უნდა დასახელებულიყო და ეს უნდა ყოფილიყო, შესაძლებელია, თანდათან, მაგრამ მეორე მხრივ, ამასაც აქვს უარყოფითი მხარე. მთავარი აქ არის ის, რომ იყო დიდი დისბალანსი. ერთ ვაქცინაზე იყო დაახლოებით 10-12, ცოტა მეტი ადამიანის მოთხოვნილება. ამან გამოიწვია დაბლოკვა საიტის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა საქართველოში შემოვიდა, რაც 14 000 ადამიანის ორჯერადად ვაქცინირებისთვის არის საკმარისი. აცრებზე რეგისტრაცია 14 ივლისს, 15:00 საათიდან Booking.moh.gov.ge-ზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მომხმარებლებს ვებ-გვერდზე შესვლა უჭირდათ, ხოლო მაშინ, როდესაც პორტალზე შესვლა შესაძლებელი გახდა, „ფაიზერი“ ვაქცინების ჩამონათვალში აღარ იყო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერთან“ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო წლის ბოლომდე 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]