„რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეცდომა ნამდვილად არ დაშვებულა. საიტი დღესაც გამართულად მუშაობს. საკითხი ეხებოდა იმას, რომ იყო დიდი დისბალანსი მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის, ანუ დაახლოებით 12 000 ვაქცინა იყო დადებული ჯავშნის საიტზე და პირველივე წუთებში იყო დაახლოებით, როგორც IT სამსახურები გვეუბნებიან, 100-დან 120 ათასამდე შემოსვლა.
შესაძლოა, საიტის გახსნის საათი არ უნდა დასახელებულიყო და ეს უნდა ყოფილიყო, შესაძლებელია, თანდათან, მაგრამ მეორე მხრივ, ამასაც აქვს უარყოფითი მხარე. მთავარი აქ არის ის, რომ იყო დიდი დისბალანსი. ერთ ვაქცინაზე იყო დაახლოებით 10-12, ცოტა მეტი ადამიანის მოთხოვნილება. ამან გამოიწვია დაბლოკვა საიტის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა საქართველოში შემოვიდა, რაც 14 000 ადამიანის ორჯერადად ვაქცინირებისთვის არის საკმარისი. აცრებზე რეგისტრაცია 14 ივლისს, 15:00 საათიდან Booking.moh.gov.ge-ზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მომხმარებლებს ვებ-გვერდზე შესვლა უჭირდათ, ხოლო მაშინ, როდესაც პორტალზე შესვლა შესაძლებელი გახდა, „ფაიზერი“ ვაქცინების ჩამონათვალში აღარ იყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერთან“ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო წლის ბოლომდე 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.