Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 800 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 765 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 035 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.67%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 980 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 155
აჭარა – 118
ქვემო ქართლი – 96
კახეთი – 94
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 72
შიდა ქართლი – 48
მცხეთა-მთიანეთი – 39
სამცხე-ჯავახეთი – 20
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18
გურია – 13
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 15 888 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 10 871 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 4001 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. 780 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი.
- 1016 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში;
ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვლიდან) დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 384 387-ს. აქედან 362 957 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5516 პირი ემსხვერპლა.