weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა

13:46 პარასკევი, 16 ივლისი 2021

თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გარდაიცვალა ახალშობილი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. როგორც კლინიკაში განაცხადეს, ერთ თვემდე ასაკის ჩვილს კორონავირუსის ალფა (ე.წ. ბრიტანული) შტამი დაუდასტურდა.

„პაციენტი კლინიკაში შემოვიდა 5 დღის ასაკში. მალევე მოხდა სუნთქვის უკმარისობის ჩამოყალიბება და გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. ძნელად ემორჩილებოდა მკურნალობას. ორ კვირაზე მეტი იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩართული იყო მთელი სამედიცინო საზოგადოება, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან.

კლინიკის რეანიმაციაში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ორი ჩვილია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ერთ-ერთ მათგანი, რომელსაც „დელტა“, ანუ ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავდოთ დადებითი შედეგი, მაგრამ აქაც მძიმე მდგომარეობაა და კონკრეტული პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. ერთ-ერთან არის ინდური, მეორესთან კი ბრიტანული შტამი“, – აღნიშნა დავით რეხვიაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა, კლინიკაში 300-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული. მისივე თქმით, პედიატრიული საწოლების მობილიზება გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]