weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„ალტ ინფოს“ წევრები და მამა-შვილი ფალავანდიშვილები პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს

14:58 პარასკევი, 16 ივლისი 2021
ფოტოზე - გურამ ფალავანდიშვილი და ზურა მახარაძე ფოტოზე - გურამ ფალავანდიშვილი და ზურა მახარაძე

ორგანიზაცია ალტ ინფო, რომელიც ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებით არის დაკავებული, აცხადებს, რომ მათი წევრები, კერძოდ, კი შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი და კოკა მორგოშია პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი. მანამდე მათ სახლებში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

„ალტ ინფო“ წევრები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ, ხოლო მანამდე ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ.

„ალტ ინფოს“ წევრების გარდა, დღეს დილით ჩხრეკა ჩატარდა ძალადობრივი კონტრაქციის სხვა ლიდერების – გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილის სახლში, რის შემდეგაც ისინიც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

„ჩვენს სახლში ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. საერთოდ, ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას. თუ 10 მცნებას ეწინააღმდეგება, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც თურქეთის და ვერც პუტინი, ვერ დაგვავალდებულებს, რომ შევასრულოთ“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

მისივე თქმით, უარს ამბობენ მოსამართლის დასწრების და ადვოკატის გარეშე გამოკითხვაზე.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ დამაკავებენ. უნდა დაგაკავონ თქვენ, ტერორისტები. ძალადობა თქვენი ინსპირირებულია. თქვენ ხართ მოძალადეები და საქართველოს მტრები“, – უთხრა ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 19 პირი;
  • „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
  • 1 პირი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ მიუცია პასუხისმგებლობაში ძალადობის ორგანიზების მუხლით.

5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების - „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ მობილიზებულ ხალხს ძალადობისკენ სასულერო პირმაც მოუწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]