weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თიბისიმ „კლიმატის მწვანე ფონდის“ აკრედიტაცია მიიღო

17:11 პარასკევი, 16 ივლისი 2021

თიბისი პირველი კომერციული ბანკია კავკასიის რეგიონში, რომელმაც „კლიმატის მწვანე ფონდის” (GCF) აკრედიტაცია მიიღო. ამასთანავე, თიბისი ერთი-ერთია მსოფლიოში იმ ათი კომპანიიდან, რომლებსაც წელს ეს პრესტიჟული სტატუსი მიენიჭათ.

„კლიმატის მწვანე ფონდის“ აკრედიტაცია თიბისის შესაძლებლობას მისცემს, ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად განვითარებას და დააფინანსოს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციისა და მიტიგაციის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი.
„ვამაყობთ, რომ „კლიმატის მწვანე ფონდის“ მიერ აკრედიტებული პირველი კომერციული ბანკი ვართ კავკასიის რეგიონში. აღნიშნული პრესტიჟული სტატუსი შესაძლებლობას მოგვცემს, კლიმატის სფეროში დაფინანსების პოტენციალი გამოვიყენოთ და საქართველოში კლიმატურ მდგრადობას შევუწყოთ ხელი. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მთავარ ღირებულებას - ბიზნესი პასუხისმგებლიანი და მდგრადი გზებით ვაწარმოოთ და წვლილი შევიტანოთ კლიმატური ცვლილებების გამკლავების პროცესში“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
„კლიმატის მწვანე ფონდი“ საერთაშორისო ფონდია, რომელიც გაეროს მიერ 2010 წელს დაარსდა. ფონდის მიზანი, კლიმატური ცვლილებების გამოწვევების საპასუხოდ, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერაა. „კლიმატის მწვანე ფონდი“ ორიენტირებულია კლიმატის სფეროში დაფინანსების უზრუნველყოფისა და კლიმატური მდგრადობის განვითარების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]