weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თუ გამოძიებაზე ზეწოლა იმხელა იქნება, რომ დამაკავებენ, დამაკავონ – მახარაძე

18:47 პარასკევი, 16 ივლისი 2021

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურა მახარაძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც მახარაძემ განაცხადა, მან ყველა კითხვას უპასუხა, თუმცა არ დააკონკრეტა რა კითხვები ჰქონდათ გამომძიებლებს.

„დეტალებში არ შევდივარ. მეტი კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. როგორც გამოძიება გადაწყვეტს, ისე იქნება. თუ მათზე ზეწოლა იმხელა იქნება, რომ დამაკავებენ, დამაკავონ, რა ვიცი. ზეწოლა მოდის გარედან, ელჩებისგან, ამერიკისგან, ევროპისგან“, – განაცხადა მახარაძემ ჟურნალისტებთან.

„ალტ ინფო“, რომელიც ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ ნარატივებს ავრცელებს, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი იყო, რისთვისაც ტელევიზიის ეთერს და სოციალურ ქსელს იყენებდა. ზურა მახარაძე 6 ივლისის კონტრაქციასაც ხელმძღვანელობდა – პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ ელჩები „თავიანთ საელჩოებში უნდა დაეტიონ“.

დღეს დილით, ზურა მახარაძის ბინაში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, რის შემდეგაც ის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. „ალტ-ინფოს“ ინფორმაციით, გამოკითხვაზე იმყოფებიან ორგანიზაციის სხვა წევრებიც.

თბილისის მთავარ სამმართველოში დღესვე გამოკითხეს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერები – მამა-შვილი გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. ასევე გამოკითხეს დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისის აქციაზე მოქალაქეებს ძალადობისკენ მოუწოდებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]