weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„პირველის“ ოპერატორსა და მოქალაქეზე ძალადობისთვის ორ პირს პატიმრობა შეეფარდათ

17:02 შაბათი, 17 ივლისი 2021
Euronews Georgia-ს ფოტო Euronews Georgia-ს ფოტო

5 ივლისის მოვლენების დროს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორისთვის, ლევან ბრეგვაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და მოქალაქის დევნის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულებს - ვანო ბურდულს და დავით ქოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ, ბურდულის ადვოკატმა თორნიკე გვენეტაძემ განაცხადა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„პროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ვამბობ, რომ ვანო ბურდული უდანაშაულოა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საქმეში მტკიცებულება არ არსებობს. მთავრობის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლაა, რომ საზოგადოების ნაწილს ასიამოვნონ, ხაზს ვუსვამ, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ იქ ვინც იდგა, ყველა დასასჯელი არ არის. მოსამართლეებს შიში და ზეწოლა აქვთ ალბათ, ამიტომაც ტოვებენ ყველას პატიმრობაში“, – ამბობს ადვოკატი.

პოლიციამ ვანო ბურდული და დავით ქოჩიაშვილი 15 ივლისს დააკავა. პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ვანო ბურდული და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორ ლევან ბრეგვაძეს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

რაც შეეხება დავით ქოჩიაშვილს, საგამოძიებო უწყების თანახმად, ის, სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხა მოქალაქე ნ.ზ.-ს, რომელიც „ლგბტქი“ თემის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე დროშით გადაადგილდებოდა. დავით ქოჩიაშვილი და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები, ძალადობით და ძალადობის მუქარით, ნ.ზ.-ს მიმართ დევნას ახორციელებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა. საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]