Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 18 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.66%-ია, ბოლო 14 დღის – 4.60%, ხოლო ბოლო 7 დღის – 4.92%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 848 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 487 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 94
კახეთი – 64
იმერეთი – 46
ქვემო ქართლი – 44
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 35
შიდა ქართლი – 25
გურია – 21
სამცხე-ჯავახეთი – 12
მცხეთა-მთიანეთი – 11
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 16 487 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 10 949 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 4446 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 859 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი;
- 1092 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 388 329-ს. აქედან 366 250 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 5566 კი გარდაიცვალა.