Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 19 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.19%-ია, ბოლო 14 დღის – 4.77%, ხოლო ბოლო ერთი კვირის – 5.24%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2616 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1557 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთ მონაცემებია:
აჭარა – 205
იმერეთი – 191
კახეთი – 152
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 128
ქვემო ქართლი – 117
შიდა ქართლი – 115
მცხეთა-მთიანეთი – 61
სამცხე-ჯავახეთი – 45
გურია – 24
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 18 197 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 12 582 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 4495 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 855 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი;
- 1120 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 390 945-ს. აქედან 367 130 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 592 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელს, 19 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 357 106 აცრა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 130 314 ადამიანი.