weather cur horoscope tv
ივლისი 26, 2021

მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები – იმნაძე

16:12 სამშაბათი, 20 ივლისი 2021 hits 707

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, რეგულაციები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად საკმარისია, თუ მას მოქალაქეები დაიცავენ.

„ძალიან სამწუხაროა, სიტუაცია საკმაოდ დაძაბული გვაქვს. ერთადერთი, ახლა დარჩა, რა რეგულაციებიც არსებობს, ის დავიცვათ. მოგეხსენებათ, ცოტა გამკაცრდა რეგულაციები ბავშვთა ბანაკებთან დაკავშირებით, ასვე კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების ჩატარებასთან დაკავშირებით. გზა ერთია – ვაქცინა არის, უნდა ავიცრათ. სხვანაირად კორონა არ გაჩერდება, უფრო სწორად, კორონასგან სიკვდილიანობა“, – განაცხადა იმნაძემ.

როგორც მან თქვა, ქორწილები და ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება.

„არიან ადამიანები, ვინც სხვის შეცდომებზე სწავლობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლით. იღუპებიან ჩვენი ახლობლები, ჩვენი მეგობრები, ჩვენი ნათესავები, რა გითხრათ, აღარ ვიცი, მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები.

კონკრეტული მაგალითებიც მაქვს, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ. ქელეხის შემდეგ მსხვერპლი შესწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. ახლახან მოხდა ერთ-ერთ რაიონში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

19 ივლისს ჩატარებული 36 375 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 26 ინფიცირებული, 880 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 18 197 აქტიური შემთხვევაა. აქედან 4495 ინფიცირებული საავადმყოფოშია მოთავსებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის იმის მსგავსი, რაც გასული წლის ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში იყო.

„ეს ძალზე საყურადღებოა. ყველა ინდიკატორით ჩვენ გადავედით წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს უკვე მიმართა რეკომენდაციით, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]