„აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს; ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ“, – ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერთან“ გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლითაც საქართველომ 1 000 350 დოზა ვაქცინა შეიძინა და მისი მოწოდება წლის ბოლომდე ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი პარტია – 28 000 დოზა – 14 ივლისს შემოვიდა და ახლა, დარეგისტრირებული პირების ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.
გარდა ამისა, საქართველოს ნახევარ მილიონ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას ამერიკის შეერთებული შტატები აჩუქებს.