დანაშაული წუხელ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დაცვის თანამშრომელი დაჭრა, პოლიციის მისვლამდე ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.