weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალციხის სოფელ სვირში ტყე იწვის

23:33 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ტყე იწვის. დაახლოებით რვა საათის წინ გაჩენილი ხანძარი ამ დრომდე არ არის ლოკალიზებული. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხვალ დილიდან ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება.

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ტყეში ცეცხლი 28 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ნახევარი ჰექტარი ფართობია დამწვარი.

"ამ ეტაპზე, საგანგაშო არაფერია. ადგილი საკმაოდ მიუვალია, კლდოვანი. ტექნიკას მიახლოება უჭირს. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დაახლოებით 200 კაცის შემადგენლობით, თუმცა მივიღე გადაწყვეტილება, გამოვიყვანოთ ადამიანები. ჩვენთვის ადამინის სიცოცხლე ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე ჰექტრობით დამწვარი ტყე", – აღნიშნა შს მინისტრმა.

დღეს ხანძარი იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხშიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის ცალკეული კერების ჩაქრობა. სოფელ კორხში ხანძარი 2-3 ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული.

ახალციხესა და ახალქალაქში დღეს ღამით და ხვალ, 29 აგვისტოს დღისით სინოპტიკოსები წვიმას პროგნოზირებენ. ხვალ დროგამოშვებით იწვიმებს ბორჯომშიც. წვიმიანი ამინდი 31 აგვისტომდე შენარჩუნდება.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]