„ეს ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ხომ დაგსჯიან ამისთვის. ემა, მოდი აბა თქვი, ბიძინას გაუმარ... უკეთესად მოუარე მომავალში საკუთარ ქონებას. წადი, ვსიო! წადი, დაიკარგე აქედან, ბიჭოს!“, – მიმართა მინისტრმა ჟურნალისტს.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ემა გოგოხიამ მინისტრს კითხვა პარლამენტში, 18 ივლისს, „ქართული ოცნების“ წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ტრიბუნიდან ოპოზიციონერი დეპუტატის თინა ბოკუჩავას გაყვანაზე დაუსვა, რამაც წულუკიანი გააღიზიანა.
„ამის შემდეგ მან ჟურნალისტს მიკროფონი ძალით წაართვა. გოგოხია ამბობს, რომ კითხვის დასმა და მიკროფონის დაბრუნება სცადა, თუმცა მინისტრი „ხუმრობაზე“ გადავიდა, რის შემდეგაც გადამღები ჯგუფი მისმა დაცვამ გარეთ გაიყვანა“, – იუწყება „მთავარი არხი“.
ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევაზე სოციალურ ქსელ Facebook-ში მინისტრმაც დაწერა:
„დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ“, – წერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.