weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალციხეში რესტორან "რაბათის" ორი თანამშრომელი დაჭრეს

23:51 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

ახალციხეში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავეს. "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, მან 25 აგვისტოს რესტორან "რაბათის" ბარმენი და მიმტანი დანით დაჭრა.

დაკავებულის ადვოკატის, ნუგზარ სამარჯიშვილის განცხადებით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა. ადვოკატი ამბობს, რომ რესტორნის თანამშრომლებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვ.ქ.-ს შეყვარებულს შეურაცხყოფა მიაყენეს.

"რა უთხრეს და როგორ, ამ დეტალებს ვერ ვიტყვი. თუმცა, ვ.ქ. ამის მერე რესტორნიდან გამოვიდა, მოშორებით კიბეზე ჩამოჯდა და რესტორნის თანამშრომლები საჩხუბრად იქ გაყვნენ. მან ბარმენი და მიმტანი რესტორნიდან წამოღებული დანით დაჭრა. დანა ჯიბეში ჩაიდო და გამოიყოლა მხოლოდ იმ მიზნით, რომ ვითარების დაძაბვის შეთხვევაში თავი დაეცვა. დანა მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო ჯიბიდან, რაც ცემა დაუწყეს და ძირს დავარდა", – ციტირებს "სამხრეთის კარიბჭე" ადვოკატის კომენტარს.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათგან ერთი ხელში იყო დაჭრილი, მეორეს კი მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრეთელობის მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია.

პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 19-108–ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ადვოკატის ცნობით, ბრალდებული მკვლელობის მცდელობას უარყოფს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]