weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ეს არის მეოთხე ტალღა – ჯანდაცვის მინისტრი

18:15 პარასკევი, 23 ივლისი 2021

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ეს არის მეოთხე ტალღა და ამასთან დაკავშირებით, უკვე სრული მობილიზაციაა დაწყებული ჯანდაცვის სექტორში. კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და გარემოცვას, ატარონ პირბადე და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცეში, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, კორონავირუსისგან თავის დასაცავად ბავშვებმაც ინტენსიურად უნდა ატარონ პირბადე.

„გვახსოვს, რომ პირველ ტალღაზე ვიცავდით მშობლებს. დღეს ჩვენი ზრუნვის საგანი უკვე ბავშვები არიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც პირველ ტალრაზე ვუფრთხილდებოდით ჩვენს მშობლებს, ათმაგად და ასმაგად გავუფრთხილდებით ჩვენს ბავშვებს. ისევ და ისევ რჩება სოციალური დისტანცია, ნიღაბი და მთავარი იარაღი, რომელიც დღეს მსოფლიოს გააჩნია, არის ვაქცინა. საბედნიეროდ, საქართველოში უკვე გვაქვს ვაქცინის იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე სამიზნე მოსახლეობა იყო და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვრჩება მხოლოდ ის, რომ აქტიურად მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაიკეთონ აცრები, იყვნენ დაცულები და ბავშვების კომპონენტში შეეცადონ, რომ ბავშვებიც ჰყავდეთ სოციალურად დისტანცირებული მასობრივი ღონისძიებებისგან. ბავშვების კომპონენტშიც მნიშვნელოვანია, რომ პირბადე იყოს ინტენსიურად გამოყენებული, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ბავშვებში აცრებს ვერ მივმართავთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 21 834 აქტიური შემთხვევაა, აქედან 2460 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა. 4780 კოვიდ-ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 205 პაციენტი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადმოცემული 500 000 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, 16 წლის ზემოთ მოქალაქეების აცრის პროცესი კი ორშაბათიდან დაიწყება. „ფაიზერი“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინაა საქართველოში.

ვაქცინაცია მიმდინარეობს „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებითაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]