weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ფაიზერის“ ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია ხვალ დაიწყება, აცრა კი ორშაბათს

19:28 პარასკევი, 23 ივლისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აშშ-დან მიღებული ნახევარი მილიონი დოზა ფაიზერისვაქცინაზე რეგისტრაცია ხვალ დაიწყება, აცრის პროცესი კი ორშაბათიდან. რეგისტრაციის დაწყების ზუსტი დრო ჯერ ცნობილი არ არის.

„ფაიზერით“ აცრას 16 წლის ასაკს ზემოთ პირები შეძლებენ. 

„ორშაბათიდან აცრები დაიწყება, ჯავშნები გაიხსნება ხვალიდან. ხვალ 20 დღეზე გაიხსნება დაჯავშნა. საიტი მაქსიმალურად დახვეწილია. თუ საქართველოში ვინმე დიდი IT სპეციალისტი იყო, ყველამ გასინჯა.

მაშინ, იცით, დაბრკოლება რამაც გამოიწვია: საიტმა ვერ გაუძლო, რადგან 10 წუთში შემოვიდა დაახლოებით 120-130 ადამიანი და იყო ლიმიტირებული ადგილების რაოდენობა. ვაქცინა გვქონდა 12 ათასზე და ერთ ადგილზე იბრძოდა დაახლოებით 10-12 ადამიანი. ახლა ჩვენ გვექნება 20 დღის განმავლობაში 150-180 ათასი ადგილი დასაჯავშინი და ვნახოთ, რამდენი ადამიანს ექნება კონკურენცია ამ ჯავშნებზე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ აქ სისტემამ უნდა იმშაოს და რაც მეტი დარეგისტრირდება პირველ აცრებზე და სწრაფი ინტერვენციით წავალთ, მით უფრო შევაკავებთ ინფექციას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა აჩუქა, რომელიც დღეს უნდა ჩამოვიდეს. ეს რაოდენობა 250 ათასი ადამიანის აცრისთვის არის საკმარისი, რადგან მაქსიმალური იმუნიტეტის მისაღწევად ვაქცინის ორი დოზის გაკეთებაა საჭირო.

ამასთან, ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge დღეს დაიწყო იმ დაახლოებით 12 ათასი ადამიანის რეგისტრაცია, ვინც „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% (1 691 214 ადამიანი) უნდა აიცრას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 23 ივლისის მონაცემებით სრულად ვაქცინირებულია 136 734 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 8%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]