weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საჯარო მოხელეთა თმენის ვალდებულებას სცილდება ბავშვების პირად ცხოვრებაში ჩარევა – ლომჯარია

11:15 შაბათი, 24 ივლისი 2021

რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები, წერს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გორგობიანმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც, გიორგობიანის თქმით, ჩანს როგორ უსვამს კითხვებს ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის არასრულწლოვან შვილებს და როგორ იღებს ფარულად სახლის ეზოს.

„დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს „ტვ პირველი“ 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას. ასევე ჩანს, როგორ უღებს ფარულად კადრებს სახლის ეზოს. სახლში ამ დროს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის შვილები - 6 წლის გაბრიელი და 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი. ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება“, – განაცხადა გიორგობიანმა.

სახალხო დამცველმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდა, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით.

„დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]