weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

11:36 შაბათი, 24 ივლისი 2021
ფოტოზე - შეჭრა „სირცხვილიას“ ოფისში / ირაკლი გედენიძის ფოტო ფოტოზე - შეჭრა „სირცხვილიას“ ოფისში / ირაკლი გედენიძის ფოტო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტელეკომპანია პირველისოპერატორის, ლექსო ლაშაქარავას მიმართ ჯგუფური ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია 1991 წელს დაბადებული გ.გ.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისში, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ამ დრომდე, „სირცხვილიას“ ოფისში ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ძალადობისთვის 5 პირი იყო დაკავებული. ლაშქარავა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მისი სიკვდილის უშუალო მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიციამ სულ 29 პირი დააკავა, საიდანაც:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავებულია 25 პირი;
  • „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
  • მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დაკავებულია 1 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია ძალადობის ორგანიზების ან ძალადობისკენ მოწოდებისთვის.

„დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, – აღნიშნავენ შსს-ში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]