დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2617 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1485 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 236
იმერეთი – 220
ქვემო ქართლი – 153
კახეთი – 152
შიდა ქართლი – 123
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 111
მცხეთა-მთიანეთი – 45
სამცხე-ჯავახეთი – 44
გურია – 31
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17
დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 869 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა.
დღეისთვის ქვეყანაში ინფიცირების 23 573 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 17 046 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 4963 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 956 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 ადამიანი;
- 1564 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 400 698-ია. აქედან 371 434 ადამიანი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა, 5665 კი გარდაიცვალა.