სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული გურჯაანის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მას თავისა და გულმკერდის ტრავმები აქვს.
გამგებლის წარმომადგენლის ცნობით, ბავშვი თბილისში ცხოვრობს. ჩალაუბანში ის დასასველებლად ახლობლებთან იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, ეაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.