weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აკუსტიკური იარაღის ტარება აიკრძალება, რეგულაციის დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარი იქნება

19:21 შაბათი, 24 ივლისი 2021

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება აიკრძალა და მისი გამოყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება დაშვებული. ახალი რეგულაციები ძალაში 28 ივლისიდან შევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზმა ცალსახად აჩვენა, რომ კრიმინალურ წრეებში უფრო და უფრო პოპულარული გახდა აკუსტიკური იარაღის გამოყენება სხვადასხვა მიზნით, მისი დაბალი ფასის, იოლი ხელმისაწვდომობისა და სამართლებრივი რეგულაციების არარსებობის გამო.

„საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა ევროკავშირის რეგულაციებს. სწორედ, ევროკავშირის დირექტივის თანახმად, აკუსტიკური იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თეატრალურ წარმოდგენებში, ისტორიული რეკონსტრუქციაში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში.

ცვლილებების თანახმად აიკრძალა ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება. გარდა ამისა, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრა კანონით დადგენილი მიზნით იარაღის განმუხტულ მდგომარეობაში გადატანა-გადაზიდვის ვალდებულება.

მოცემული რეგულაციების დარღვევისთვის, იარაღის კონფისკაციასთან ერთად, პირს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის განმეორებით ჩადენა კი 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს“, – აცხადებენ შსს-ში.

აკუსტიკური იარაღი არ წარმოადგენს თავდაცვის საშუალებას და მისი ერთადერთი დანიშნულება ფუჭი ტყვიების გასროლა და აკუსტიკური ეფექტის შექმნაა. საქართველოს კანონმდებლობაში აქამდე განსაზღვრული არ იყო აკუსტიკური იარაღის – ე.წ. სტარტოვკის ცნება. შესაბამისად, მსგავსი ტიპის იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება და გამოყენება ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის არასრულწლოვანსაც კი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეეძლო.

ცვლილებების თანახმად, დასახლებულ ადგილას რეგისტრირებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღიდან სროლისთვის არსებული ჯარიმა 200 ლარიდან გაიზარდა 500 ლარამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]