პროექტის მიხედვით, საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, გაკეთდება გათბობის სისტემა, სველი წერტილები და სპორტული მოედანი.
სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „CMD" ასრულებს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. ორივე სკოლის რეაბილიტაციაზე ჯამში 7 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია