შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ წურწუმია და ყორშია ადმინისტრაციული სამართალდადღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, დანარჩენ ორ პირს კი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
წურწუმიასა და ნიკა ყორშიას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო დანარჩენი ორი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.