weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ქვეყანაში კორონავირუსის 25 844 აქტიური შემთხვევაა, 5185 ადამიანი საავადმყოფოშია

11:46 სამშაბათი, 27 ივლისი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 3666 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1938 შემთხვევა, აჭარაში – 378, იმერეთში – 362, კახეთში – 222, შიდა ქართლში – 205, ქვემო ქართლში – 179, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 175, მცხეთა-მთიანეთში – 83, გურიაში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 31.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 25 844 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 18 896 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 5185 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 996 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 215 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 4, იმერეთში – 14.
  • 1763 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა 42 235 ტესტის შედეგად დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.68%-ია, ბოლო ორი კვირის – 6.03%, ბოლო ერთი კვირის – 6.71%.

გუშინ, 26 ივლისს, 1264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 25 ივლისს 2061 შემთხვევა იყო, 24 ივლისს კი – 2617.

დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1335 ადამიანი, 17 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]