ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 25 844 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 18 896 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 5185 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 996 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 215 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 4, იმერეთში – 14.
- 1763 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა 42 235 ტესტის შედეგად დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.68%-ია, ბოლო ორი კვირის – 6.03%, ბოლო ერთი კვირის – 6.71%.
გუშინ, 26 ივლისს, 1264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 25 ივლისს 2061 შემთხვევა იყო, 24 ივლისს კი – 2617.
დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1335 ადამიანი, 17 კი გარდაიცვალა.