weather cur horoscope tv
სექტემბერი 18, 2021

მესტიის მერიის ცნობით, უშგულის მოსახლეობას ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის

15:54 სამშაბათი, 27 ივლისი 2021 hits 198
მესტიის მერიის ფოტოები მესტიის მერიის ფოტოები

ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. როგორც მერიაში აცხადებენ, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა გზების ნაწილი გაანადგურეს, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, უშგულის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და სკოლის შენობას.

„მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. ამ დროისთვის სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს და გადაადგილება შეუძლებელია. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების – ადიშის, იფარის, კალას და უშგულის მოსახლეობას“, – აცხადებენ მესტიის მერიაში.

სოფელ იფარში, მდინარე ლასილურამ სოფლის სავარგულებისკენ მისასვლელი გზა წაიღო, რის გამოც მოსახლეობა ვერ ახერხებს საზაფხულო საძოვრებისკენ გადაადგილებას, სადაც საქონელია დატოვებული. მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიდებულია ხერაშის ღელე. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ამ დროისთვის, იქ საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია.

საავტომობილო გზა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულშიც დაზიანდა. სტიქია საფრთხეს უქმნის გზის რამდენიმე მონაკვეთს. შიდა გზები და ხიდებია დაზაინებული ლენჯერსა და ცხუმარშიც.

გარდა ამისა, მდინარე ენგურმა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) რკინა-ბეტონის ხიდს მარცხენა ბურჯი გამოურეცხა, რის გამოც ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანპსორტის მოძრაობა აიკრძალა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ზარალის შესწავლა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]